ELENA ტრანს-ევროპული თანამშრომლობითი პროექტია, რომელშიც 4 პარტნიორი ქვეყანა გერმანია, უნგრეთი, რუმინეთი და საქართველოა ჩართული. პროექტის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ჩართულობა და პასუხისმგებლობა ბუნებისადმი. პროექტის მთავარი იდეაა ცოცხალი ბუნების, ცხოველების სასწავლო პროცესში ჩართვა: მოსწავლეები თანამონაწილენი და დამხმარენი ხდებიან ამ პროცესების. ცოცხალი ბუნება არის მოსწავლეთა მოტივატორი, მასტიმულირებელი სწავლა-სწავლების პროცესში, ექსპერიმენტული სწავლება კი უვითარებს მომავალი დასაქმებისთვის მნიშვნელოვან კომპეტენციებს.
ეს მიდგომა ბუნების კონსერვაციისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის ბავარიული აკადემიის (ANL, Germany) მიერ წარმატებულად იქნა გამოყენებული სამოდელო პროექტში ʺTiere liveʺ; ამჟამად, ხდება პროექტის ადაპტირება მონაწილე ქვეყნების საჭიროებებთან და საგანმანათლებლო გარემოსთან. სამწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია (2013-2016) საბაზისო კვლევა, რომელსაც ჩართული ქვეყნები განახორციელებენ, კომპეტენციების ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავება; ამ დოკუმენტების შედეგების გათვალისწინებით შეიქმნება და ადაპტირდება სასწავლო რესურსები, ასევე გადამზადდებიან მასწავლებლები სპეციალური მეთოდების გამოყენებაში აღნიშნული რესურსების კლასში დასანერგად.